საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთის მთავრობას და ბერძენ ხალხს მიუსამძიმრა

2018-07-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბერძნეთის მთავრობას და ბერძენ ხალხს თავს დამტყდარი უდიდესი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხანძარმა სამწუხაროდ, ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე ასეული ადამიანი მძიმედ კი დაშავებულია.

„მინდა, გამძლეობა ვუსურვო ჩვენს მეგობრებს ამ უმძიმეს წუთებში. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოვუჩინოთ საბერძნეთის მთავრობას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საელჩო მთლიანად მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, დახმარებას უწევს ჩვენს მოქალაქეებს და დღევანდელი მონაცემებით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური