საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მამუკა ბახტაძე ევროპოლში საქართველოს ოფისის გახსნას ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს

2018-09-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპოლში საქართველოს ოფისის გახსნას შესაბამის ორგანოებს შორის უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს, - როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.

„ვფიქრობ, აღნიშნული ოფისის გახსნა ევროპოლში კიდევ უფრო დაგვეხმარება, მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რისკენაც ყველა მივისწრაფვით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური