საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერი ნიუ-იორკში ქართველ სტუდენტებს განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე ესაუბრა
2018-09-23 განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ. პრემიერმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მიესალმება თითოეული მათგანის იდეებსა და აქტიურ მონაწილეობას, როგორც რეფორმის წარმატებით განხორციელების, ისე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაში 17 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთა ნაწილი ბაკალავრიატში, ნაწილი კი მაგისტრატურაზე, მათ შორის საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით სწავლობს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|