საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული წარმატებული მაგალითით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა
2018-10-03 საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული წარმატებული მაგალითით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში იმ 13 წარმატებული ქვეყნის სიაშია, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებათა დაცვის ძლიერი სისტემა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|