საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა
2018-10-06 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა. მთავრობის მეთაური რიყის პარკში იმყოფებოდა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის - ყვავილების ფესტივალი - „შემოდგომის დღესასწაული", კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, საბავშვო გასართობი პროგრამები, გასტრონომიული ფესტივალი და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა. მამუკა ბახტაძე რიყის პარკში თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა. „თბილისობა 2018" 6 და 7 ოქტომბერს იმართება. ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|