საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მამუკა ბახტაძე - ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას
2019-02-13 ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უკრაინას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ID ბარათებით მიმოსვლა 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. „დარწმუნებული ვარ, ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის კავშირის განმტკიცებას, ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას და ორივე მიმართულებით ტურისტული ნაკადის ზრდას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|