საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერი რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის მონასტერში იმყოფებოდა
2019-04-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტერში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა წმინდანის ძეგლი ყვავილებით შეამკო, ასევე დაათვალიერა მუზეუმი, სადაც დაცულია ანთიმოზ ივერიელის მიერ სტამბაში სხვადასხვა ენაზე, მთ შორის ქართულად დაბეჭდილი ბიბლია და მისი პირადი მღვდელმსახურებისთვის განკუთვნილი ნივთები. მონასტრის ისტორიაზე, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე პრემიერს მეუფე ვარლაამი ესაუბრა და საჩუქრად წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატი გადასცა. ქართველი მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ვლახეთის მიტროპოლიტი ანთიმოზ ივერიელი 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
|