საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
2019-05-09
მთავრობის მეთაურმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე განსაკუთრებით მიულოცა ვეტერანებსა და მათ ოჯახებს და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. "დღეს განსაკუთრებული დღეა კაცობრიობის ისტორიაში - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მსურს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და განსაკუთრებით - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და მინდა, ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|