საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერა
2019-07-16 ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება, - შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერთან,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად დაათვალიერა. ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს. 27 068 კვ.მ.-ზე განთავსებულ 200-მდე ადამიანია დასაქმებული. „ვისოლ ჯგუფში" შემავალი შვილობილი კომპანიების ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, წიგნების მაღაზიას, ბანკისა და აფთიაქის ფილიალებს მოიცავს. "ძალიან მნიშვნელოვანია მაგისტრალის გასწვრივ ასეთი თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა, ვინაიდან ეს ჩვენ დაგვეხმარება, კიდევ უფრო სრულფასოვნად ავითვისოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მეტად გავზარდოთ ტრანზიტული მოძრაობა. ძალიან მისასალმებელია, რომ აქტიურად ვითარდება ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქვე, ქუთაისში იწყება ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან იყოს მსგავსი ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|