საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა
2019-08-02 C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ დრომდე მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის 140-დან 360 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ. „საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ ქვეყანა, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ ამ პროგრამაში ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|