საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტსა და კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა
2019-10-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მთავრობის მეთაურმა ვიზიტის ფარგლებში, ასევე გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|