საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
2019-10-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მთავრობის მეთაურმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო და განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მოამზადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|