საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუმინელ კოლეგას შეხვდა
2020-02-14 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ლუდოვიკ ორბანს შეხვდა. ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასოცირების ხელშეკრულებითა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების პროცესს და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. ყურადღება დაეთმო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას კიდევ უფრო მეტ იმპულსს მისცემს. პრემიერმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მხარდაჭერისთვის; ითქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი დინამიური, როგორიც ბოლო წლებშია. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|