საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდგომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მიზნით აღარ მიმართავს
2020-05-15 საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ, პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს დაწესებული შეზღუდვების სრულად და ერთბაშად მოხსნას. „საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ, პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს, შემდგომ იყო ერთხელ გადავადებული და დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|