საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა ავსტრიის ელჩ არად ბენკოსთან
2020-07-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, არად ბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას და პოზიტიურ შედეგებს Covid-19-თან ბრძოლის მიმართულებით. არად ბენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის მეთაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |