საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერებთან ერთად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნა
2020-09-09 პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნეს. მთავრობის მეთაურმა და მინისტრმა ახალი ოფისი დაათვალიერეს, რომელიც 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მორგებულია როგორც პალატის თანამშრომელთა, ისე ნოტარიუსთა პალატის სერვისის მიღების მსურველი მოქალაქეების ინტერესებზე. პირველ სართულზე განთავსებულია საკონსულტაციო ოთახები, სადაც ვიზიტორები შეძლებენ, მიიღონ იურიდიული კონსულტაცია და ინფორმაცია სანოტარო სერვისების შესახებ, ისარგებლონ სანოტარო არქივის მომსახურებით და მოიძიონ მათთვის საჭირო დოკუმენტაცია. თანამედროვე შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|