საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნორვეგიის ელჩმა ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
2021-02-04 საქართველოსა და ნორვეგიას შორის ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობა იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ელენე სანდ ანდრესენს შორის გამართულ შეხვედრაზე. საუბრისას დადებითად შეფასდა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნა და აღინიშნა, რომ ეს ფაქტი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე მიუთითებს. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველო-ნორვეგიის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|