საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი, მეუღლესთან ერთად, კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

2021-05-01

.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად, კახი კავსაძის ოჯახს მიუსამძიმრა.

მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დღეს, რუსთაველის თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური