საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
2021-06-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს მოინახულებს და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|