საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

2021-06-01

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციის წევრებთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.  ირაკლი ღარიბაშვილმა მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

"მუსტაფა ქემალ ათათურქმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო თურქეთის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. მისი, როგორც პროგრესული ლიდერისა და თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს ფუძემდებლის სახელი უკვდავყოფილია და არასოდეს მიეცემა დავიწყებას"-აღნიშნულია ჩანაწერში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური