საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა აწყურში ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
2021-09-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს. აწყურის ღვთისმშობლის კათედრალის სრული რეაბილიტაცია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს დაიწყო. მე-10 საუკუნის ისტორიული კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მიაწოდა. მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ ფონდი "ქართუ" ასევე ახორციელებს აწყურის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|