საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონებში საწარმოების განვითარებას, რაც თავისმხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველყოფს
2021-09-14 სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს საწარმოებს, რათა მოხდეს რეგიონების ეკონომიკური განვითარება, რაც თავისმხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კერამიკული აგურის მწარმოებელ კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეში"განაცხადა, სადაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა. საწარმოს ჯამური ინვესტიცია 11,4 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია დღეში 120 ტონა აგურს აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|