საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი სურამის და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს ეწვია
2021-09-14 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სურამის და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს ეწვია. მთავრობის მეთაურმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა და ტაძრის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მეუფე სვიმეონმა ირაკლი ღარიბაშვილი დალოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მეუფე სვიმეონთან იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ვიცე პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|