საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა
2021-11-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა. ევროკავშირის პროგრამით 7 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები ჯამში 4 მილიონი ლარით დაფინანსდება. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საპილოტე 4 რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის უკვე გამოყოფილია 48 მილიონ ლარამდე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |