საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
2024-04-18 პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას. მთავრობის მეთაურის თქმით, მანდატის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება და საქართველოს მთავრობა მზად არის, მტკიცედ განაგრძოს თანამშრომლობა EUMM-თან, როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმთან. პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა მისიის მანდატის 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელებას.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|