საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 17 მაისს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა
2016-05-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 17 მაისს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასსთან. |