საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ევრაზიის გვირაბის“ გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
2016-12-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, სტამბოლში, "ევრაზიის გვირაბის" გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |