საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს 27 სექტემბერს შეხვდება
2017-09-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს 27 სექტემბერს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ. შეხვედრა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |