საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N41

საქართველოს მთავრობის განკარგულება N41
31 იანვარი, 2007

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები­სათვის" გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფი­ნან­სთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) გამოყოს:
ა) კახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები­სათვის - 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, N1 დანართის შესაბამისად;
ბ) შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექ­ტე­ბისათვის - 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, N2 დანართის შესაბამისად;
გ) სამცხე-ჯავახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის - 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, N3 დანართის შესაბამისად;
დ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში განსა­ხორციელებელი პროექტებისათვის - 1 150 000 (ერთი მილიონ ას ორმოცდაათი ათასი) ლარი, N4 დანართის შესაბამისად;
ე) გურიის მხარეში განსახორციელებელი პროექტები­სათვის - 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი, N5 დანართის შესაბამისად.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოთ შესა­ბა­მისად საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუ­ნებულებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთე­ულებში გ. ნაცვლიშვილს (ახმეტის, გურჯაანის, დედოფ­ლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალი­ტეტები), მ. ქარელს (ქ. ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის მუნიციპალიტეტები), გ. ხაჩიძეს (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები), ო. სირაძეს (ამბროლაურის, ლენ­ტეხის, ონის, ცაგე­რის მუნიციპალიტეტები) და მ. სვიმონიშვილს (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები).

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


საქართველოს მთავრობის
2007 წლის 31 იანვრის
N41 განკარგულების
დანართი N1

კახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 200.0 ათასი ლარი ქ. თელავის წყალსადენის რეაბილიტა­ციისათვის.
2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 700.0 ათასი ლარი, მათ შორის:
ა) ქ. საგარეჯოს წყალსადენის რეაბილიტაციისათვის - 1 000.0 ათასი ლარი;
ბ) საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს გზის რეაბილიტაციისათვის - 700.0 ათასი ლარი.
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 370.0 ათასი ლარი გაზსადენის რეაბილიტაციისათვის.
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 250.0 ათასი ლარი გაზსადენის რეაბილიტაციისათვის.
5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 300.0 ათასი ლარი ქ. დედოფლისწყაროს წყალსა­დენის რეაბილიტაციისათვის.
6. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 500.0 ათასი ლარი, მათ შორის:
ა) ქ. ყვარლის ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩების მოასფალტებისათვის - 300.0 ათასი ლარი;
ბ) ქ. ყვარლის სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბი­ლიტაციისათვის - 120.0 ათასი ლარი;
გ) ქ. ყვარლის ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩების გარე განათების რეაბილიტაციისათვის - 80.0 ათასი ლარი.
7. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 680.0 ათასი ლარი, მათ შორის:
ა) სოფლების არაშენდისა და ჯიმითის წყალმომარა­გებისათვის - 290.0 ათასი ლარი;
ბ) ქ. გურჯაანის გაზსადენის რეაბილიტაციისათვის - 390.0 ათასი ლარი.


საქართველოს მთავრობის
2007 წლის 31 იანვრის
N41 განკარგულების
დანართი N2

შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 700.0 ათასი ლარი, მათ შორის:
ა) კარალეთი-ქვემო არცევის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის - 367.0 ათასი ლარი;
ბ) მერეთი-კარბის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და მის ქვეშ არსებული სასმელი წყლის კომუნიკაციების რეაბილიტაციისათვის - 853.0 ათასი ლარი;
გ) გორი-გორიჯვარი-სკრის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის - 480.0 ათასი ლარი.
2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 705.0 ათასი ლარი ქ. ხაშურის სასმელი წყლის წყალსა­დენის რეაბილიტაციისათვის.
3. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 585.0 ათასი ლარი სოფლების რუისისა და ურბნისის გაზიფიცირებისათვის.
4. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 510.0 ათასი ლარი ქ. კასპის სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციისათვის.


საქართველოს მთავრობის
2007 წლის 31 იანვრის
N41 განკარგულების
დანართი N3

სამცხე-ჯავახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 300.0 ათასი ლარი ქ. ახალციხის შიდა გზების რეაბილი­ტაციისათვის (რაბათის გზა - 1 კმ).
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 500.0 ათასი ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებლად:
ა) სოფლების კახარეთის, ზარზმა-მლაშის, ჭეჭლის, მოხე-დერცელის, ზაზალო-უდის, ბოლაჯური-ენელის ხიდე­ბის აღდგენა;
ბ) სოფ. უტყისუბნის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენა (7.5 კმ);
გ) სოფ. არალი-გორგულის სარწყავი არხის სათავე ნაგებობის აღდგენა.
3. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 000.0 ათასი ლარი დაბა ასპინძის წყალმომარაგების სის­ტემის კაპიტალური რეაბილიტაციისათვის.
4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამო­ეყოს 350.0 ათასი ლარი ახალი სპორტული დარბაზის ინფრასტრუქტურისა და დარბაზამდე მისასვლელი გზის რეა­ბი­ლი­ტაციისათვის.
5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოე­ყოს 350.0 ათასი ლარი ქ. ნინოწმინდის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციისათვის.


საქართველოს მთავრობის
2007 წლის 31 იანვრის
N41 განკარგულების
დანართი N4

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოე­ყოს 1 050.0 ათასი ლარი, მათ შორის:
ა) რეგიონისათვის 20 ერთეული ავტობუსის შესაძენად - 880.0 ათასი ლარი;
ბ) ქ. ამბროლაურის წყლის სისტემის სრული რეაბი­ლი­ტაციისათვის - 170.0 ათასი ლარი.
2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგე­ობას გამოეყოს 100.0 ათასი ლარი ჩიხარეშის გზისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის.


საქართველოს მთავრობის
2007 წლის 31 იანვრის
N41 განკარგულების
დანართი N5

გურიის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 400.0 ათასი ლარი, მათ შორის:
ა) შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის - 150.0 ათასი ლარი;
ბ) მრავალბინიანი კორპუსების შეკეთებისათვის - 90.0 ათასი ლარი;
გ) ბუნებრივი აირის ქსელის გაფართოებისათვის - 160.0 ათასი ლარი.
2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 200.0 ათასი ლარი, მათ შორის:
ა) შიდა მარშრუტებისათვის ორი ავტობუსის შესა­ძენად - 100.0 ათასი ლარი;
ბ) კომუნალური მომსახურებისათვის (ნაგვის გამტანი ტრანსპორტის შეძენა და ნაგავსაყრელის მოწყობა) - 100.0 ათასი ლარი.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოე­ყოს 600.0 ათასი ლარი, მათ შორის:
ა) კურორტ ბახმაროს წყალმომარაგებისათვის (ახალი სათავე ნაგებობის აშენება) - 500.0 ათასი ლარი;
ბ) კომუნალური მომსახურებისათვის (ნაგვის გამტანი ტრანსპორტის შეძენა და ნაგავსაყრელის მოწყობა) - 100.0 ათასი ლარი.