საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N326

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N326
20 დეკემბერი, 2006

,,საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ,,დაფინანსების ხელშეკრულებით" გათვალისწინებული ,,ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის" განმახორციელებელი ჯგუფის (გუნდი) შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასო­ცი­აციას შორის ხელმოწერილი ,,დაფინანსების ხელშეკრუ­ლებით" გათვალისწინებული ,,ფრინველის გრიპის კონტრო­ლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის" განმახორციელებელი ჯგუფის (გუნდი) შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის N257 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმო­წე­რილი ,,დაფინანსების ხელშეკრულებით" გათვალისწი­ნებული ,,ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის" მე-2 თავის პირველი ნაწილის შესაბამისად შეიქმნას პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (გუნდი) შემდეგი შემად­გენლობით:

დიმიტრი გვინდაძე - საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის მოადგილე
ქეთევან დგებუაძე - ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის საზოგადოების გათვითცნობიერებისა და ინფორმირების კომპონენტის კოორდინატორი
ჯამბულ მაღლაკელიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე
ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
ლევან ჯუღელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ლევან ჯღარკავა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საბა­ჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამ­მართველოს უფროსი.".


ზურაბ ნოღაიდელი