-
2022-01-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 28¹ მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 55² მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა.
-
2022-01-17 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს გამოცდილებას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, რეკომენდაციების შესრულების პრაქტიკას და არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაცია ეცნობა.
-
2022-01-17 2022 წლის 17 იანვრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილა.
-
2022-01-17 პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების უმოკლეს ვადებში მოგვარება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს შეხვდა.
-
2022-01-17 ირაკლი ღარიბაშვილი - გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა - თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან განთავსდება, ხოლო გონიოში უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან
ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართველოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2022-01-17 ირაკლი ღარიბაშვილი - 2021 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 62 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი, ასეთი მაჩვენებელი არასოდეს ყოფილა
2021 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 62 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი, ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა არასოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-01-17 ირაკლი ღარიბაშვილი - გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში
დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები, მედიკამენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2022-01-17 ირაკლი ღარიბაშვილი - მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს; ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას
ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.