-
2022-01-24 პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2022-01-24 ირაკლი ღარიბაშვილი - წელს 1-18 სექტემბერს თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
წელს ტარდება კალათბურთის „ევროპის ჩემპიონატი 2022". 1-18 სექტემბერს თბილისი ევროპის 3 ქალაქთან (კიოლნი, პრაღა, მილანი) ერთად კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-01-24 ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის სხდომაზე ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დავამტკიცებთ, დოკუმენტის მიზანი სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცვაა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან
მთავრობის სხდომაზე ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დავამტკიცებთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-01-24 ირაკლი ღარიბაშვილი - პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომები დღეს გაიმართება, რომელშიც კანონმდებლობის შესაბამისად მეც მივიღებ მონაწილეობა
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომები დღეს გაიმართება, რომელშიც კანონმდებლობის შესაბამისად მეც მივიღებ მონაწილეობას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-01-24 ირაკლი ღარიბაშვილი – 4 000 კვ.მ მიწაზე მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრის აშენების მიზნით სამთავრობო კომისიას შევქმნით
როგორც იცით, საქართველოს გადაეცა 4 000 კვ.მ მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას ვგეგმავთ, სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას და დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-01-24 ირაკლი ღარიბაშვილი - იმის მიუხედავად, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, საფრთხე მაინც მაღალია, 50 წლის ასაკის ზემოთ პირველივე აცრაზე 200-ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით მოქალაქეებს, გვინდა, ეს პროცესი უფრო გავაფართოოთ და სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები
იმის მიუხედავად, რომ ვუსმენთ რა ექიმებს და მეცნიერებს, „ომიკრონი" საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, მაინც საფრთხე მაღალია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ამიტომ აუცილებელია, ამ ჯგუფებზე გაკეთდეს მეტი აქცენტი და სწორედ 50 წლის ასაკის ზემოთ წამახალისებელი კამპანიები ჩავატაროთ, 200-ლარიანი დანამატი გადავუხადოთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, იყოს ათვისებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2022-01-24 ირაკლი ღარიბაშვილი - მინისტრის დაპირების შესაბამისად, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ
ახლა მინისტრ აზარაშვილს აქვს კიდევ უფრო სერიოზული გეგმები, მას აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს უკვე დარჩენილი პრობლემები. მათ შორის, მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვესმის ეს არის სანატორიუმ „ქართლში" მცხოვრებ დევნილთა ოჯახების პრობლემა.