-
2022-02-28 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
-
2022-02-28 ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ჩვენ სოლიდარობა და პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერა გამოვხატეთ, ჩემი გადაწყვეტილებით, საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია გვქონდა და ჩვენი სოლიდარობა და პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერა გამოვხატეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-02-28 უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაიგზავნა
ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.
-
2022-02-26 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება
უკრაინის ელჩი საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.
-
2022-02-26 მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.
-
2022-02-25 ირაკლი ღარიბაშვილი - კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში
კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალის შემკობის შემდეგ განუცხადა.
-
2022-02-25 პრემიერ-მინისტრმა კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2022-02-25 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
-
2022-02-23 პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი და ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი მაკა ფერაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
-
2022-02-23 ირაკლი ღარიბაშვილი - თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იუნკერების თავგანწირვა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა
თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იუნკერების თავგანწირვა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2022-02-22 ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩთან ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.
-
2022-02-22 პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრ ემინ ამრულაევს შეხვდა.
-
2022-02-22 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
-
2022-02-21 პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს შეხვდა.
-
2022-02-21 2022 წლის 21 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა.
-
2022-02-21 მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე 16 საკითხი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2022-02-20 პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში GLOBSEC-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში GLOBSEC-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს რობერტ ვასს შეხვდა.
-
2022-02-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბულგარელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბულგარელ კოლეგას, კირილ პეტკოვს შეხვდა.
-
2022-02-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „Siemens Energy AG"-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს შეხვდა.
-
2022-02-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელმა სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს შეხვდა.
-
2022-02-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს შეხვდა.
-
2022-02-18 ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს შეხვდა.
-
2022-02-18 პრემიერ-მინისტრი Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში საინფორმაციო და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს შეხვდა.
-
2022-02-18 ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.
-
2022-02-17 ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება.
-
2022-02-15 პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართა.
-
2022-02-15 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება
საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება.
-
2022-02-15 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ღონისძიებები და პრევენციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2022-02-15 საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმარი
მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული პოლიტიკოსისა და მოღვაწის, ბატონი თამაზ მეჭიაურის, გარდაცვალების გამო.
-
2022-02-14 სატელეფონო საუბარი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
-
2022-02-14 ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს დაავალა,“თელმიკოს” მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩაერთოს, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის შესწავლის მიზნით კი, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, "თელმიკოს" მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთოს, ე.წ. „ქოლ-ცენტრების" საქმიანობის შესწავლის მიზნით კი, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
-
2022-02-14 ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო სექტორს ვთავაზობთ, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით
ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო სექტორს ვთავაზობთ, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-02-14 ირაკლი ღარიბაშვილი - პირველი მარტიდან ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას - საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების
პირველი მარტიდან დავიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-02-11 საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა
საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.
-
2022-02-11 პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა.
-
2022-02-11 ილია დარჩიაშვილი - საქართველო განაგრძობს საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევას
საქართველო განაგრძობს საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად, სახელმწიფო კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე დაწინაურდა, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის შემდეგ მეორეა.
-
2022-02-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელია დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა.
-
2022-02-09 პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა.
-
2022-02-08 პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ
მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ, - შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2022-02-08 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წელი შეუსრულდა.
-
2022-02-04 საკონკურსო კომისიებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურები შეარჩიეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება.
-
2022-02-04 დღეიდან ქართველ სპორტსმენებს მთელი საქართველო გულშემატკივრობს
2022 წლის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები დაიწყო.
-
2022-02-04 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება.
-
2022-02-03 ირაკლი ღარიბაშვილი - 180 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს წყალმომარაგების სექტორს და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას
180 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს წყალმომარაგების სექტორს და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აქუალიას" აღმასრულებელ დირექტორ ფელიქს პარა მედიავილასა და „საქართველოს კაპიტალის" გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურთან ონლაინ-შეხვედრაზე განაცხადა.
-
2022-02-01 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ,,მწვანე პასპორტის'' მოთხოვნის ვალდებულება უქმდება
„ომიკრონის" გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.