-
2022-05-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა.
-
2022-05-16 2022 წლის 16 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2022-05-16 ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-05-16 ირაკლი ღარიბაშვილი ხორბლის და ფქვილის მარაგთან დაკავშირებით - საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს; გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად
საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენც ხორბლის მოსავალს ავიღებთ, შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2022-05-16 ირაკლი ღარიბაშვილი - პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს
ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-05-16 ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები; ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ
დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-05-16 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო.