საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2022-05-06 ირაკლი ღარიბაშვილი - შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროპულ მხარეს 10 მაისს გადაეცემა

    საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი შეავსო, - ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 64-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ კითხვარის მეორე შევსებული ნაწილი, რომელიც სექტორულ მიმართულებებს მოიცავდა, ევროპულ მხარეს სამშაბათს, 10 მაისს გადაეცემა.