-
2022-05-09 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ის არის ქართველი ხალხის არჩევანი
საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ის არის ჩვენი, ქართველი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2022-05-09 მთავრობის მეთაური 100 წლის ომის ვეტერანს, იოსებ ტუხაშვილს სახლში ეწვია და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
9 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს სახლში ეწვია.
-
2022-05-09 ირაკლი ღარიბაშვილი - გილოცავთ 9 მაისს, გისურვებთ გამარჯვებას და მშვიდობას, მინდა, დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში, ქართველებს ძალიან დიდი წვლილი და დამსახურება გვაქვს ამ ომში გამარჯვებაში
პირველ რიგში მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განაცხადა, სადაც, მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.