-
2022-06-29 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც, ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
-
2022-06-29 ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
-
2022-06-29 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2022-06-29 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2022-06-29 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ტომ ტილისი ხელმძღვანელობდნენ.
-
2022-06-29 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მაგდალენა ანდერსონთან გამართა შეხვედრა.
-
2022-06-29 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო
მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
-
2022-06-28 მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება. შესაბამის დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
-
2022-06-27 2022 წლის 27 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილა.
-
2022-06-27 ირაკლი ღარიბაშვილი - ხვალ იწყება ნატო-ს სამიტი, სადაც მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება ჩემი ხელმძღვანელობით; პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში
ხვალ იწყება ნატო-ს სამიტი, სადაც მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება ჩემი ხელმძღვანელობით. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ნატო-ს სამიტზე. პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-27 ირაკლი ღარიბაშვილი - იმ ფონზე, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად, პრობლემა არის ყველგან, უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა
ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას ყველანი ერთად შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-27 ირაკლი ღარიბაშვილი - 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან; ეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, როდესაც ქვეყანა გახდა ასოცირებული წევრი ევროკავშირის და რეალურად, მას შემდეგ დაიწყო რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა
დღეს არის საიუბილეო თარიღი. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-24 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2022-06-24 პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება შეაფასა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დამსახურებულად მიენიჭა
-
2022-06-23 ირაკლი ღარიბაშვილი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულის გახსნაზე: ჩვენ, პატარა ქვეყანამ და ძალიან ძლიერმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მსოფლიო თანამეგობრობისთვის. სხვა დიდ ერებთან შედარებით, გამორჩეული კონტრიბუცია გვქონდა ყველგან. საქართველო იმსახურებდა მეტს
ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთან ერთად მინისტრის რანგში, ახლა კი, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემასა და მოკრძალებას, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, გავაკეთებ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ უფრო მეტად დაფასებული იყოს ჩვენი ჯარი, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და ჩვენი ჯარი! - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ ჯარისკაცებს.
-
2022-06-23 ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღე; მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის, ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენთ თქვენი და ჩვენი სამსახურის მიმართ
მინდა, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 28 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2022-06-23 პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვა
დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ ყველას და აქვე აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ კითხვის დასმა და პასუხის არმოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა.
-
2022-06-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში
„მოგესალმებით, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო, ძვირფასო მთავრობის წევრებო, ბატონო მერო, მოგესალმებით ყველას, მედიის წარმომადგენლებს.
-
2022-06-22 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორს სკოტ ნათანს შეხვდა.
-
2022-06-21 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კატარში ვიზიტის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კატარის თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
-
2022-06-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.
-
2022-06-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია.
-
2022-06-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე
უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა. მის უდიდებულესობას მინდა გადავუხადო მადლობა კატარში ჩვენი მოწვევისთვის. პირველად ვიმყოფები ამ მშვენიერ ქვეყანაში და მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება.
-
2022-06-21 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდმა, რომელიც დოჰაში პრემიერის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
-
2022-06-21 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში ვიზიტის ფარგლებში კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო, კატარში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და კატარის პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები.
-
2022-06-21 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის უდიდებულესობას კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.
-
2022-06-20 ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „ვიტოლის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "ვიტოლის" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
-
2022-06-20 ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო.
-
2022-06-20 2022 წლის 20 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილა.
-
2022-06-20 ირაკლი ღარიბაშვილი - 17 ივნისს, ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა - გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
მოგესალმებით, მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს. 17 ივნისს, ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანის შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება.
-
2022-06-17 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა
საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2022-06-16 ირაკლი ღარიბაშვილი - „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, იდეიდან დაწყებული, განხორციელების ბოლო ეტაპამდე; ეს ცათამბჯენი და ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ნამდვილად, ჩვენი ქვეყნის პროგრესის, მშვიდობის და ეკონომიკის განვითარების სიმბოლო შეიძლება გახდეს
ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგილოცოთ, ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი და ამავე დროს, უნიკალური, თბილისში პირველი, სრულიად გამორჩეული არქიტექტურისა და ფუნქციის მქონე ცათამბჯენი შეემატა, რაც ნამდვილად დიდი საჩუქარია ჩვენი ქალაქისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Axis Towers - ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2022-06-16 პრემიერ-მინისტრი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
-
2022-06-15 UNESCO-ს გადაწყვეტილებით, საქართველოში ორ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა
საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა.
-
2022-06-14 ირაკლი ღარიბაშვილი წალკის კანიონის გახსნაზე - ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური ადგილი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოხდა შერწყმა, ერთის მხრივ მემკვიდრეობის დაცვის და მეორეს მხრივ ასეთი თანამედროვე, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარების
მადლობა „კასს ლენდს", კომპანიას, რომელმაც აქ განახორციელა 120 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნა 250 ახალი სამუშაო ადგილი. ვულოცავ წალკას და ვულოცავ ჩვენს რეგიონს, მთელ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალკის კანიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2022-06-13 ირაკლი ღარიბაშვილი - საგარეო გამოწვევების ფონზე, ექსპორტი 48,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 504 მილიონი დოლარი, ხოლო იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 36%-ით და 2 მილიარდი დოლარი შეადგინა
საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-13 ირაკლი ღარიბაშვილი - 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში
630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-13 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება იმ ჯგუფის აქციონერი, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე
ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის" აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება იმ ჯგუფის აქციონერი, რომელიც არის „ბორჯომის" ქარხნის მეპატრონე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-13 ირაკლი ღარიბაშვილი - რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია. ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია. ამ პარტიის შვილობილი პარტია და მისი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ასევე ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მინდა ასეთი რამ შევახსენო. ახლა, რამდენიმე დღის წინ, ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია. ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია, რომელსაც ეძახიან EPP-ის. ვინ არის ეს პარტია, ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ ამ პარტიის შვილობილი პარტია და მისი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-13 2022 წლის 13 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა.
-
2022-06-13 პრემიერ-მინისტრმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2022-06-12 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
დღეს მთელს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის" გახსნის დღეა. მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს.
-
2022-06-11 ირაკლი ღარიბაშვილი - ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ, რომ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ
ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ, რომ „ევრობასკეტს" ვუმასპინძლოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, ახლად აშენებული სპორტის სასახლის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
-
2022-06-10 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის'' მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და საპატიო პრეზიდენტს, თურქეთის ბირჟებისა და სავაჭრო პალატების კავშირის ენერგეტიკული მიმართულების ხელმძღვანელს ზექი ქონუქოღლუს შეხვდა.
-
2022-06-09 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
-
2022-06-08 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა
საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის (70-ე) იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2022-06-07 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
-
2022-06-07 ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ბიზნესასოციაციებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით და გამოთქვეს მზადყოფნა, აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული
ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა იყო განხილვის მთავარი თემა ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2022-06-06 საქართველოს მთავრობამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით
დღეს საქართველოს მთავრობამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით.
-
2022-06-06 სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მომდევნო აღწერა 2024 წლის ბოლოს ჩატარდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
-
2022-06-06 პრემიერი იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის აშენებაზე - ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და დიდი სურვილი გვაქვს, წლის ბოლოს უკვე დავიწყოთ სამუშაოები
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ქართული კულტურის ცენტრის კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და ჩვენი დიდი სურვილია, წლის ბოლოს იქ უკვე დავიწყოთ სამუშაოები, ეს არის ჩვენი გეგმა და ამის თაობაზე პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.
-
2022-06-06 ირაკლი ღარიბაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი - „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება, ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით
ბორჯომთან" დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ უკვე პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს, „ბორჯომის" აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-06 ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, ველოდებით ევროპელების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-06 ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს.
-
2022-06-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - “აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება”
უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის. ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოს ამბავზე, საქართველოს მიღწევებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ.
-
2022-06-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემები.
-
2022-06-03 პრემიერ-მინისტრი ბრატისლავას სასახლეში გამართულ გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
-
2022-06-02 ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
-
2022-06-01 ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა.
-
2022-06-01 მთავრობის მეთაურმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მილოცვა მიიღო
საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
-
2022-06-01 სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
-
2022-06-01 ყატარის სახელმწიფოს პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ყატარის სახელმწიფოს პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
-
2022-06-01 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მილოცვა
ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვა, მათი განვითარების, ჯანმრთელობის, სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდის პირობათა შექმნა საქართველოს ძლიერების წინაპირობა და, ამდენად, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა.