-
2022-06-20 ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „ვიტოლის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "ვიტოლის" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
-
2022-06-20 ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო.
-
2022-06-20 2022 წლის 20 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილა.
-
2022-06-20 ირაკლი ღარიბაშვილი - 17 ივნისს, ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა - გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
მოგესალმებით, მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს. 17 ივნისს, ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.