-
2022-06-21 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კატარში ვიზიტის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კატარის თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
-
2022-06-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.
-
2022-06-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია.
-
2022-06-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე
უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა. მის უდიდებულესობას მინდა გადავუხადო მადლობა კატარში ჩვენი მოწვევისთვის. პირველად ვიმყოფები ამ მშვენიერ ქვეყანაში და მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება.
-
2022-06-21 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდმა, რომელიც დოჰაში პრემიერის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
-
2022-06-21 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში ვიზიტის ფარგლებში კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო, კატარში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და კატარის პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები.
-
2022-06-21 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის უდიდებულესობას კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.