-
2022-06-23 ირაკლი ღარიბაშვილი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულის გახსნაზე: ჩვენ, პატარა ქვეყანამ და ძალიან ძლიერმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მსოფლიო თანამეგობრობისთვის. სხვა დიდ ერებთან შედარებით, გამორჩეული კონტრიბუცია გვქონდა ყველგან. საქართველო იმსახურებდა მეტს
ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთან ერთად მინისტრის რანგში, ახლა კი, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემასა და მოკრძალებას, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, გავაკეთებ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ უფრო მეტად დაფასებული იყოს ჩვენი ჯარი, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და ჩვენი ჯარი! - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ ჯარისკაცებს.
-
2022-06-23 ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღე; მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის, ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენთ თქვენი და ჩვენი სამსახურის მიმართ
მინდა, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 28 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2022-06-23 პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვა
დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ ყველას და აქვე აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ კითხვის დასმა და პასუხის არმოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა.