-
2022-06-06 საქართველოს მთავრობამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით
დღეს საქართველოს მთავრობამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით.
-
2022-06-06 სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მომდევნო აღწერა 2024 წლის ბოლოს ჩატარდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
-
2022-06-06 პრემიერი იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის აშენებაზე - ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და დიდი სურვილი გვაქვს, წლის ბოლოს უკვე დავიწყოთ სამუშაოები
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ქართული კულტურის ცენტრის კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და ჩვენი დიდი სურვილია, წლის ბოლოს იქ უკვე დავიწყოთ სამუშაოები, ეს არის ჩვენი გეგმა და ამის თაობაზე პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.
-
2022-06-06 ირაკლი ღარიბაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი - „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება, ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით
ბორჯომთან" დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ უკვე პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს, „ბორჯომის" აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-06 ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, ველოდებით ევროპელების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-06-06 ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს.