-
2022-08-31 პრემიერ-მინისტრი სომხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს რუბენ სადოიანს შეხვდა.
-
2022-08-29 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორს, პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის თავმჯდომარეს შტეფენ რუსს შეხვდა.
-
2022-08-29 წელს საქართველოში პირველად გაიმართება ევრობასკეტი
წელს, პირველად საქართველოში გაიმართება ევრობასკეტი, ყველაფერი არის ამისთვის მზად, ჩვენ ვართ მზად, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევრობასკეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-29 საქართველო ერთიან ევროგადახდის სივრცეს შეუერთდება
ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიან ევროგადახდის სივრცეს, SEPA -ს, ევროკავშირში გადარიცხვებისთვის აღარ იქნება საჭირო საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-29 იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას
იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-29 ვაშლის სუბსიდირების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია
მივიღეთ გადაწყვეტილება ვაშლის სუბსიდირების თაობაზე, საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი, არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი, ფერმერები შესაბამის შემოსავალს მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-29 ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება
რეგიონში და მსოფლიოში არსებული ძალიან დიდი უპრეცედენტო გეოპოლიტიკური მდგომარეობის და გამოწვევების მიუხედავად, იზრდება ჩვენს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები. ივლისში მოგეხსენებათ, რომ 40 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტი და რეკორდული მოცულობა 542 მილიონი დოლარი შეადგინა ექსპორტმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-29 საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, „BB“ დონეზე შეაფასა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P"-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, „BB" დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-29 პრემიერ-მინისტრის განცხადება ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე
წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო და სხვა ოპერაციებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-29 კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა. ახალ გუბერნატორთან შეხვედრა დღეს პრემიერ-მინისტრმა გამართა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
-
2022-08-29 2022 წლის 29 აგვისტოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა.
-
2022-08-24 კონსტიტუციის დღის მილოცვა
გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!
-
2022-08-22 2022 წლის 22 აგვისტოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2022-08-22 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2022-08-21 მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.
-
2022-08-21 პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
-
2022-08-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს
ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.
-
2022-08-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
-
2022-08-17 პრემიერის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს, 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერები სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება - 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება.
-
2022-08-16 მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა, ქვეყნის მასშტაბით 244 დასახლებულ პუნქტში ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი ჯამური ღირებულება იზრდება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი ჯამური ღირებულება იზრდება.
-
2022-08-15 პრემიერ-მინისტრის განცხადება საწვავის ფასებთან დაკავშირებით
გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-15 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცემა
ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-15 რთველის სუბსიდირება 2022 წელსაც გრძელდება
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელსაც მოხდება სუბსიდირება და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი.
-
2022-08-15 ირაკლი ღარიბაშვილი - ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა
ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-15 შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
-
2022-08-12 ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ჩვენი დიდი ისტორიის და დიადი წარსულის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ; დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია
პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დიდგორობა. დღეს ჩვენი დიდი ისტორიის და ჩვენი დიადი წარსულის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ.
-
2022-08-11 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა
საქართველოს მთავრობის მეთაური Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა.
-
2022-08-10 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.
-
2022-08-08 2022 წლის 8 აგვისტოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა.
-
2022-08-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს.
-
2022-08-08 ირაკლი ღარიბაშვილი - უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში, ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში, ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2022-08-08 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
-
2022-08-06 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
-
2022-08-04 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა.
-
2022-08-02 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
-
2022-08-01 ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან არაიკ ჰარუთიუნიანთან შეხვედრა გამართა.
-
2022-08-01 ირაკლი ღარიბაშვილი - 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში, დაახლოებით, 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში
2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში, დაახლოებით, 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-01 ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა
მთავრობის მეთაურის თქმით, ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10.5%.
-
2022-08-01 ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, დაღუპული ექიმების ოჯახებს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს
სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, დაღუპული ექიმების ოჯახებს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2022-08-01 ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის დაარსების 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - ჩვენ ძალზედ ვაფასებთ იმ უდიდეს წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი მოქალაქეების და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში
7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ჩვენ გავატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმა; შეიქმნა მას შემდეგ დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2022-08-01 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მომღერლის მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო.