საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრები წარადგინა

პრემიერ–მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა2008 წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარუდგინა. შეხვედრას ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილიც ესწრებოდა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ეკატერინე ტყეშელაშვილის თავდადებული მუშაობა საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში. "ყველა ქართველიდი პლომატი ეკას ხელმღვანელობით 24 საათის განმავლობაში აკეთებდა შეუძლებელს იმისთვის, რომ ჩვენ გადაგველახა სირთულეები და დავპირისპირებოდით იმ უზარმაზარ მანქანას, რომელიც აგვისტოს თვეებში თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა გრიგოლ მგალობლიშვილმა და ეკატერინე ტყეშელაშვილსა და სამინისტროს თანამშრომლებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ამ სამინისტროში კარგად იცნობენ. "გია ძალიან გამოცდილი დიპლომატია, და მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 9 თვემუშაობდა სამინისტროში, მან ძალიან კარგად აუღო ალღო ქართული დიპლომატიის თავისებურებებს," - დასძინა მან. ახალმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტები და რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკა არ შეცვლება.

პრემიერ–მინისტრმა კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის ახალი მინისრტი ნიკოლოზ რურუა წარადგინადღესვე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ უწყებაში რეფორმების გატრებას ჯერ არ აპირებს და პირველ ეტაპზე ის სამინისტროს მთავარ მიმართულებებს გაეცნობა, ხოლო მისი მიზანი ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია იქნება.
პრემიერ–მინისტრმა ეკონომიკური განვითარების ახალი მინისტრი ლაშა ჟვანია წარადგინა
აგრეთვე გრიგოლ მგალობლიშვილმა ეკონომიკის განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ლაშა ჟვანია წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ყოფილ მისნიტრს ეკატერინე შარაშიძეს მადლობა გადაუხადა, ახალ მისნიტრს კი უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა დაავალა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი