საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ახალი განათლების მინისტრი წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრმა ახალი განათლების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი წარადგინა 2009 წლის 8 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრმა განათლების ყოფილ მინისტრს ნიკა გვარამიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

«მადლობას ვუხდი ნიკა გვარამიას, ვინაიდან ის მინისტრთა კაბინეტში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო. იმედს ვიტოვებ, რომ დიმიტრი შაშკინიც დაკისრებულ მოვალეობებს კარგად შეასრულებს. დიმა შაშკინი არის კარგი მენეჯერი. მას აქვს კარგი თვისებები დიალოგის წარმოების კუთხით.

ის გააგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებს, ხოლო ყველა რეფორმას, რომელიც განათლებასთან არის დაკავშირებული, ჩვენ ერთად განვახორციელებთ", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური