საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები
  • 06 ივნისი 2009
    პრემიერ-მინისტრმა ახალი საფინანსო პაკეტი წარმოადგინა

    დღეს, 2009 წლის 6 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, მთავრობის წევრებმა და ეროვნული ბანკიც წარმომადგენლებმა ახალი საფინანსო პაკეტი განიხილეს. პაკეტი ეკონომიკის სტიმულირებას ითვალისწინებს და მოიცავს ბიუჯეტში გათვალისწინებულ ახალ ცვლილებებს.

  • 01 ივნისი 2009

    ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომელთა შემოწირულობებით შეგროვილი თანხით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელთათვის საჭირო საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკისა და საბავშვო ინვენტარის გადაცემა განხორციელდა.

  • 01 ივნისი 2009
    პრემიერ–მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა

    დღეს, 2009 წლის 1 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ჟურნალისტებს შეხვდა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ესაუბრა.

  • 01 ივნისი 2009
    პრეს-რელიზი

    2008 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2.1 პროცენტი შეადგინა. გასულ წლებში გატარებული რეფორმების წყალობით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ნაკლებად აისახა სხვა ქვეყნებთან შედარებით.

  • 25 მაისი 2009
    პრემიერ–მინისტრი ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რობერტ სიმონს შეხვდა

    დღეს,25 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რობერტ სიმონსს საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა ANP (Annual National Programm) გადასცა.

  • 22 მაისი 2009
    პრემიერ–მინისტრი საქართველოში აკრედიტირებული კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

    2009 წლის 22 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში'', საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი, ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარეობდა.

  • 21 მაისი 2009
    პრემიერ–მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა

    2009 წლის 21 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბიზნესწრეების ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს შეხვდა.

  • 01 მაისი 2009
    პრემიერ–მინისტრი ვიზიტით ინდონეზიაში გაემგზავრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ინდონეზიაში გაემგზავრა, სადაც გაიმართება აზიის განვითარების ბანკის მმართველი საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა.

  • 01 მაისი 2009
    პრესრელიზი

    2009 წლის 2-5 მაისს ინდონეზიაში ტარდება აზიის განვითარების ბანკის მმართველი საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა.

  • 18 აპრილი 2009
    პრემიერ-მინისტრი კოჯრის ბავშვთა სახლს ეწვია

    2009 წლის 18 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულა.

<<  1 2 3 4 5   >>