საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1054

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განსაზღვრისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ,,გრანტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განისაზღვროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიმღებ ორგანოდ.

2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გ. ხაჩიძეს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობას და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებს შორის.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური