საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1066

"დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს N525 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება "დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს N525 განკარგულებაში და ამ განკარგულების პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შესაძლოდ მოკლე დროში განახორციელოს დაბა ბაკურიანის წრიული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებითა და ტექნიკური ზედამხედველობით) "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის "გზების მოვლა-შენახვის ხარჯების" (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში) მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 02) და "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის "გზების მოვლაშენახვის ხარჯების" (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში) მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან;".

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური