საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №376

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის N224 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის N224 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და სამეცნიერო საბჭოში საქართველოს მთავრობის კვოტა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
"საქართველოს მთავრობის კვოტით:

დავით აფრასიძე - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

დავით დარჩიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი

ალექსანდრე რონდელი - არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის" პრეზიდენტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა)

ნოდარ სურგულაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

დიმიტრი შაშკინი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.".

ნიკა გილაური