საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 20 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 20 ოქტომბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 45 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პროფესიული სასწავლებლების შესახებ განცხადება გააკეთა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„სხდომის დაწყებამდე, საზოგადოებას ერთი ინფორმაცია მინდა მივაწოდო, რომელიც პროფსასწავლებლებს ეხება. მათ რეორგანიზაციაზე და რესტრუქტურიზაციაზე განათლების მინისტრთან ერთად ბოლო რამოდენიმე თვეა ვმუშაობთ. რეფორმა მზად არის და მისი განხორციელება უკვე დავიწყეთ. (პროფსასწავლებლებს) სახელიც შევუცვალეთ, ერქმევა პროფესიონალური სწავლების კოლეჯები. საქართველოს მასშტაბით 25 გვაქვს,
მათგან 2/3 არის რეაბილიტირებული, ახლა 1/3 რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.

ჩვენს თანამოქალაქეებს კონკრეტულ პროფესიების დაუფლება შეეძლებათ, რაც მომავალში სამუშაოს პოვნას გაუმარტივებთ. გვინდა, რომ ახალი სასწავლებლები კერძო სექტორთან ახლო და მჭიდრო კონტაქტში იყვნენ. რადგანაც სწორედ კერძო სექტორმა უნდა მიაწოდოს ის სამუშაოების ნუსხა, რომელიც მათ სჭირდებათ და მერე დაასაქმოს (კურსდამთავრებულები)კომპანიებში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროპულ ქვეყნებთან ე.წ. მობილურ პარტნიორობისთვის ხელსეკრულების დადებაზე უკვე ვმუშაობთ. ეს ხელშეკრულება საფრანგეთთან მზად გვაქვს და უახლოეს თვეებში მას მოეწერება ხელი. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფესიულ კოლეჯების კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სამუშაო იშოვონ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საფრანგეთში - პირველ ეტაპზე, შემდეგ კი დანარჩენ ევროპის ქვეყნებში, რომლებთანაც (ამგვარ) ხელშეკრულებებს მოვაწერთ ხელს."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური