საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 21 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 21 დეკემბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 40 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დამსწრეთ რამოდენიმე ინფორმაცია მიაწოდა.
გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საზოგადოებას და მთავრობის წევრებს ორი ინფორმაცია მინდა მივაწოდო. პირველი დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნებას ეხება. ამ პროცესის გააქტიურება ზუსტად ერთი წლის წინ პრეზიდენტის ინიციატივა იყო. ეს ჩვენი იმდროინდელი მთავრობის სხდომის მთავარი თემა იყო ერთერთი. ციფრები მინდა მოგახსენოთ, ბოლო ერთი წლის შედეგები, პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც ამ ინიციატივამ მოგვიტანა.

2008-ში და 2009-ში ჯამური დაბრუნებები შეადგენდა 118 მლნ და 137 მლნ ლარს, 2010 წლის განმავლობაში სულ დაბრუნბულია 170 მლნ ლარი, ჯამში ეს განხორციელდა 571-ი კომპანიისთვის. ეს ის თანხაა, რომელიც სახელმწიფომ დროულად და ჩქარა დაუბრუნა კერძო სექტორს, ხოლო კერძო სექტორმა უკან ბიზნესში, ეკონომიკაში ჩაატრიალა. ამ თანხებმა ეკონომიკაში კიდევ უფრო დადებითი, პოზიტიური ცვლილებები გამოიწვია. ეს რაც შეეხება დღგ-ს დაბრუნების ინიციატივას.

მეორე ინფორმაცია, რომელიც მინდა ასევე მივაწოდო საზგადოებას დღგ-ს ბრუნვებთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რომ დღგ-ს ბრუნვები მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან არის ყველაზე ახლო კორელაციაში. გასულ კვირას გამოვაცხადეთ, რომ პირველი 3 კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6,5%-ი არის. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია, რასაც არ ველოდებოდით.

ჩვენი მოლოდინით წლიური ზრდა 6%-ზე მაღალი იქნება. დღგ-ს ზრდასთან დაკავშირებით გვაქვს ნოემბრის მონაცემები. ეს არის 32%-იანი ზრდა, რაც ამ წლის განმავლობაში ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეოთხე კვარტალშიც საკმაოდ მაღალი ზრდა გვაქვს, მეოთხე კვარტალი გასულ წელსაც შედარებითკარგი იყო. წელსაც განსაკუთრებულად კარგია და ვიმედობნებ, რომ ეს ციფრები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკური ზრდა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელსაც და მომავალ წელსაც კიდევ უფრო მაღალი იყოს."

 


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური